თეგებით ძიება
05. 09. 2016 News-ები

შეძახილები და სიტყვიერი დაპირისპირება - სოფელ ჯიხაშკარში

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ნაციონალური მოძრაობის სიის მეორე ნომრის, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა.

იმ დროს, როდესაც სანდრა რულოვსი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა, რამდენიმე პირი შეხვედრაზე შეძახილებით შეიჭრა.

მათ სანდრა რულოვსს "ორგანოებით მოვაჭრე" უწოდეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს, თუმცა მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრების შეფასებით, ინციდენტი ქართული ოცნების მიერ იყო ორგანიზებული და მათ შეხვედრის ჩაშლა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიასგან ჰქონდათ დავალება მიღებული.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა