თეგებით ძიება
https://app.box.com/embed/preview/y4tjmnk1cyoax2vjtcyfyknw4i4er14f?theme=light
15. 09. 2016 News-ები

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ პირველი კომენტარი პაატა ბურჭულაძემ გააკეთა

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა პაატა ბურჭულაძემ.

„შევეგუე იმას, რომ მისმენენ, ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან, მარტო მისმენენ კი არა ჩვენზე ზეწოლაა, რაც კი შეიძლება მოხდეს ვინმეზე ხდება ჩვენს პარტიაზე. მაგრამ არაფერია გავუძლებთ, ხომ იცით კანონია, რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. ჩვენ წინააღმდეგობას გავაძლიერებთ. ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. თუნდაც ის, რომ ეს საუბარი ნამდვილი იყო მე ამას ვადასტურებ. ამოჭრილია ის, რომ ბატონ ნიკას ვუთხარი, რომ მე არ ვარ არც ქართული ოცნების, არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და მე ვარ ხალხის წარმომდგენელი. ზუსტად მაგიტომ შემოვედი პოლიტიკაში და მე რომ მდომებოდა რომელიმე მხარეს ყოფნა ვინ დამიშლიდა დავუდგებოდი გვერდში. არ მინდა ბატონებო, არც ერთი არ ვარგა და არც მეორე. ჩემის აზრით სულ სხვა რაღაც არის გასაკეთებელი,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა