თეგებით ძიება
15. 09. 2016 News-ები

ბიძინა ივანიშვილის თქმით, სატელეფონო საუბრის გავრცელება ნიკა გვარამიას ინტერესში შედიოდა

ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელების შესახებ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას არ სჭირდება გვარამიას მოსმენა, რადგან რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ყველაფერს დაუფარავად ლაპარაკობს.

როგორც ივანიშვილი განმარტავს, სუს-ს მოსმენების განხორციელება შეუძლია, თუმცა ამას დამტკიცება სჭირდება. მისივე თქმით მოსმენა ასევე შეუძლიათ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებსაც.

მან ნიკა გვარამიას „მოსმენის სპეციალისტი“ უწოდა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ივანიშვილის თქმით სატელეფონო ჩანაწერის აფიშირება თავად ნიკა გვარამიას ინტერესებში შედიოდა. როგორც ყოფილი პრემიერმინისტრი განმარტავს "ნაციონალური მოძრაობა ნიკა გვარამიას ხელით ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს."

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსთავი 2 დაპყრობილი მედიაა. მან ასევე შეადარა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდები და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დროს ციხეებში გაცილებით მეტი პატიმარი იღუპებოდა. ივანიშვილმა აქაც ნიკა გვარამია მოიხსენია და განაცხადა, რომ ამ ყველაფერში გვარამიასაც დიდი წვლილი მიუძღვის.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა