თეგებით ძიება
20. 09. 2016 News-ები

ჯიმ ქერის ყოფილი შეყვარებულის ქმარი სასამართლოში უჩივის

ჯიმ ქერი ეჭვმიტანელია მისი შეყვარებულის სიკვდილში, რომელმაც თავი მოიკლა მსახიობთან დაშორებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. 28 წლის კატრიონა უაიტიმ მიიღო საძილე აბების სასიკვდილო დოზა. გარდაცვლილის ქმარი ვარაუდობს, რომ 54 წლის მსახიობი მას აწვდიდა ძლიერ მოქმედ საშუალებებს.

კატრიონა უაიტის მეუღლემ, რომელიც არ იყო გაშორებული ქერისთან ურთიერთობის დროისთვის, სარჩელი შეიტანა ჰოლივუდის მსახიობის წინაარმდეგ. დოკუმენტში მითითებულია, რომ აბები იყო ყუთში, რომელზეც ეწერა ქერის ზედმეტი სახელი-მეფე არტური. ჯიმს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან მისცა კატრიონას აბები და მისი თვითმკვლელობის შემდეგ ცდილობდა დაემალა გარემოებები.

სარჩელში ნათქვამია, რომ მსახიობმა იცოდა იმის შესახებ, რომ კატრიონას დეპრესია ტანჯავდა და ეს აკისრებდა მას გარკვეულ პასუხისმგებლობას.

შეგახსენებთ, რომ ქერიმ და უაიტიმ შეხვედრები დაიწყეს 2012 წელს, მაგრამ რამდენიმე თვეში დაშორდნენ, ორი წლის გასვლის შემდეგ კი ისევ შერიგდნენ და ურთიერთობა განაახლეს. ამ დროისთვის კატრიონა ოფიციალურად გაყრილი არ იყო ქმართან.

ჯიმ ქერის ყოფილი შეყვარებულის ქმარი სასამართლოში უჩივის

ჯიმ ქერის ყოფილი შეყვარებულის ქმარი სასამართლოში უჩივის


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა