თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/21/wereteli 3.mp4&c=vodr2live
21. 09. 2016 News-ები

„გასაგებია, რომ თქვენ რეიტინგი არ გაქვთ,“ - ივანიშვილი "რუსთავი2"-ს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ უწოდებს.

ამჯერად ექსპრემიერმა განცხადება, სერიალ ჰეროკრატიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ სერიალის რეიტინგი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის 9 წლიან მმართველობას და დანაშაულებებს ასახავს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და ტაბულას არ აწყობს.

„ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წელიწადი იყო ძალიან სპეციალური. შეიძლება მსგავსი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ამ ფილმს ამ მხრივ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ხელისუფლება, თუ მას არ აირჩევთ სწორედ.

"მე არ ვადევნებ თვალს რეიტინგებს, თქვენ ვინ ბრძანდებით? რუსთავი 2 ? გასაგებია, რომ რეიტინგი არ გაქვთ. ხედავთ რეიტინგი ვის არ აწყობს, რუსთავი2-ს არ აწყობს და არ აწყობს ტაბულას. ორივე თქვენ წარმოადგენთ ნაციონალურ მოძრაობას, ეს დანაშაულებები, რომელიც წარმოდგენილია ამ ფილმში, რა დღეში ჰყავდათ მოსახლეობა და იქ წარმოდგენილი ფაქტები,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერმა საკუთარ შთაბეჭდილებებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ პირველ ორ სერიას ცრემლის გარეშე ვერ უყურა.

„მე გეტყვით რადგან გინდათ ძალიან, რომ ფილმს შევეხო. პირველ ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა. მე რომ ვუყვებოდი ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა,“-აღნიშნა ივანიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა