თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1234043476660590%2F&show_text=0&width=560
21. 09. 2016 News-ები

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო მემორანდუმზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საარჩევნო მემორანდუმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დოკუმენტს პარტიებმა ხელი უნდა მოაწერონ, მაგრამ მისი საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

„კარგი იქნებოდა თუ ხელს მოაწერენ, მაგრამ ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო, თვითონ ფაქტი, რომ ასეთ დოკუმენტზე მოთხოვნილება ხდება, არის ცუდი. წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია, მათი აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად დაპირისპირება, ერთი პარტია ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. მახსოვს, როცა პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში საშუალება არ გვქონდა, გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით, ძალიან აქტიურობდნენ ზონდერები, ხშირად მუშტიკრივში გადადიოდა,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ავტორი: ანა წერეთელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა