თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/21/3 beqas chartva.mp4&c=vodr2live
21. 09. 2016 News-ები

ირაკლი ალასანია კაბელების საქმეზე საუბრობს

ე.წ. კაბელების საქმე - სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო სარჩელის განხილვა დაიწყო. პროცესი ერთი საათია რაც მიმდინარეობს, თუმცა ის თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა უკვე დატოვა. მანამდე კი მან სკანდალური განცხადება გააკეთა და მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის აცილება მოითხოვა. ირაკლი ალასანიამ უნდობლობა გამოუცხადა მოსამართლეს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი მიიჩნევს, რომ მანუჩარ კაპანაძე პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლეა და ის სწორედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებმა აღნიშნული მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა.

„ყოჩაღ ივანიშვილი. მურუსიძე არ გვაკმარა და ახლა მანუჩარ კაპანაძე მოავლინა ამ სააპელაციო სასამართლოში კაბელების საქმის ერთ-ერთ მოსამართლედ. ეს ის მოსამართლეა, რომელიც იყო ერთ-ერთი ჯალათი მოსამართლე სულხან მოლაშვილის, რომელზეც საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო დამკვირვებლები იძახდნენ, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილებაა იმ კითხვის ნიშნების გამჩენი, რომელიც სულხან მოლაშვილის საქმესთან იყო. გრძელდება აბსოლუტურად იგივე, სამარცხვინო პრაქტიკა და ესეთი მოსამართლეები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კაპანაძე, განიხილავს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთი წევრი ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე, ვერ უძლებს პოლიტიკურ დაკვეთებს.

„ჩვენთვის ცხადია, რომ პოლიტიკურად დაკვეთისთვის, ერთი მოსამართლე მაინც, უკვე მზად არის,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის მიერ ე.წ. კაბელების საქმეს დამოუკიდებლად და ობიექტურად განხილვაში ეჭვი ეპარება ადვოკატ ლევან სამუშიასაც.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა