თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1234048629993408%2F&show_text=0&width=560
21. 09. 2016 News-ები

"ქართული ოცნების" საარჩევნო მემორანდუმი

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საარჩევნო მემორანდუმის ტექსტი ცნობილია. შინაარსი საარჩევნო პერიოდის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას გულისხმობს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მემორანდუმის მოქმედების ვადა ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე. მისივე თქმით ტექსტი გაეგზავნება საარჩევნო სუბიექტებს.

მანამ სანამ მმართველი გუნდი ტექსტს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს გადაუგზავნის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა ტექსტი თავად ამობეჭდა და მას ჟურნალისტების თვალწინ მოაწერა ხელი. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ის მთელი გულით და სულით აწერს დოკუმენტს ხელს.

დოკუმენტზე ხელის მოწერას გეგმავენ ირმა ინაშვილი- გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც და თავისუფალი დემოკრატებიც, განცხადება ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ თავად გააკეთა.

მმართველი გუნდის შეთავაზებას არ იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში, ლეიბორისტულ პარტიაში და გაერთიანება პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის.

"მთავარი მემორანდუმი, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა გააფორმოს, გაფორმდება 8 ოქტომბერს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება წავლენ სახლში,"- ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა