თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/22/gelashviliiiii.mp4&c=vodr2live
22. 09. 2016 News-ები

ვანო მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო. ვანო მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ. მოსამართლემ გადაყვწეტიელბა დღეს გამოაცხადა.

საქმე ეხება 2005 წელს სპეციალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოხდა. საუბარია უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე. საქმეზე 2014 წლიდან ხელახალი გამოძიება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა