თეგებით ძიება
22. 09. 2016 News-ები

ყვარლისა და გურჯაანის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 700-მდე აბონენტი. ირაკლი ხმალაძემ უამინდობის მიზეზით კახეთის ენერგოსისტემაში შექმნილი მდგორეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უამინდობამ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარლის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში შექმნა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიზეზით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კახეთის რეგიონის 19 000-მდე აბონენტს. დაზიანდა საშუალო და დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დაზიანებები უკვე თითქმის აღმოფხვრილია და 18 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. დარჩენილია 700-მდე აბონენტი.

,,დაზიანების ყველა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის“ ტექნიკური ჯგუფები და კომპანია ამ დრომდე ყველაფერს აკეთებს ელექტროენერგიის მიწოდების უმოკლეს ვადაში აღსადგენად. ამინდის პირობებიდან გამომდინარე, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების 700-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ", - განაცხადა ხმალაძემ.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა