თეგებით ძიება
26. 09. 2016 News-ები

რაიან გოსლინგი და ევა მენდესი დაქორწინდნენ

ევა მენდესი და რაიან გოსლინგი 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ როგორც იქნა დაქორწინდნენ. ამ სასიხარულო ამბის შესახებ დასავლური მედიის ჟურნალისტებს განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

მისი თქმით, წყვილი დაქორწინდა ამ წლის დასაწყისში, თუმცა ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. 35 წლის რაიანმა და 42 წლის ევამ გადაწყვიტეს არ მოეწყოთ ბრწყინვალე ქორწილი და შემოიფარგლნენ მოკრძალებული ცერემონიით, რომელიც გაიმართა უახლოესი მეგობრებისა და ნათესავების წრეში.

შეგახსენებთ, რომ რაიან გოსლინგის და ევა მენდესის რომანის შესახებ ცნობილი გახდა 2011 წლის სექტემბერში. 2014 წელს 12 სექტემბერს წყვილს შეეძინა პირველი შვილი-გოგონა ესმერალდა. 2016 წლის 29 აპრილს კი მათ შეეძინათ ქალიშვილი ამანდა.

რაიან გოსლინგი და ევა მენდესი დაქორწინდნენ

რაიან გოსლინგი და ევა მენდესი დაქორწინდნენ


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა