თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1237923646272573%2F&show_text=0&width=560
25. 09. 2016 News-ები

"შევიცვალე, ბევრი რამე ვისწავლე შეცდომებზე,"- მიხეილ სააკაშვილი

პოსტსკტიპტუმი დაინტერესდა იმით, თუ რა დაპირებები გასცა ყოფილმა მმართველმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს და რა შეასრულა 2012 წლის ბოლომდე. ამის გასარკვევად გადამღები ჯგუფი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან სასაუბროდ ჩავიდა. საარჩევნო პროგრამის მხოლოდ ნაწილი შესრულდა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა ქვეყანაში მოსაგვარებელი.

სააკაშვილი ნანობს, რომ თავის დროზე 2010-2011 წლებში ვერ მოხერხდა პროკურატურის რეფორმის დასრულება და ძალოვანი უწყების სრული ჩამოცილება ბიზნესისგან, თუმცა ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა ამას ითვალისწინებს.

"მე თვითონ შევიცვალე, მე თვითონ ბევრი რამე ვისწავლე ამ შეცდომებზე. ძალიან განსხვავებული ვარ იმ წინა წლებთან შედარებით. მე ახლა ისეთ რისკებს ვეღარ ვიღებ, მაშინ უფრო თავზეხელაღებული ვიყავი. მაგრამ უფრო მეტ სიფრთხილესთან ერთად, უფრო მეტი გამოცდილება მაქვს,"- აცხადებს სააკაშვილი.

სწორედ 2008-12 წლებში მიხეილ სააკაშვილი და მაშინდელი მმართველი გუნდი ამბობდნენ, რომ საქართველოში ლაზიკას პორტი აშენებულიყო. მიხეილ სააკაშვილი დღეს ამბობს, რომ ეს პროექტი დაიწყო, თუმცა დასრულება ვერ მოასწრო. მიაჩნია, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და პორტის მშენებლობა გააჩერა. ამის მაგალითად ილიჩევსკის პორტი მოჰყავს, რომელიც ადგილობრივებს ასაქმებს.

ოდექსის მოქმედი გუბერნატორი ამბობს, რომ არანაირი სოციალური პროექტი სიღარიბეს არ აღმოფხვრის. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილებთან ერთად უნდა მოხდეს მოქალაქეების გადამზადებაც, რათა მათ შემდეგ მარტივად შეძლონ სამსახურის პოვნა და მუშაობა.

მიხეილ სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ მან 2012 წლამდე პროგრამების ნაწილის დაწყება ვერ შეძლო ნაწილი კი დაიწყო და ბოლომდე ვერ მოასწრო მისი მიყვანა.

მიხეილ სააკაშვილმა პოსტსკტიპტუმის გადამღებ ჯგუფთან საუბრის დროს ყველა იმ პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განხორციელებაც დაწყებული იყო და მოქმედმა მთავრობამ შეაჩერა. სააკაშვილმა ათობით პროექტზე ისაუბრა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა