თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1238588796206058%2F&show_text=0&width=560
26. 09. 2016 News-ები

ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს

ამ წუთებში ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს. პარტიის ლიდერმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა, რომ 8 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს.

„ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ბევრს ვეიმედებით, დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეული ადამიანის იმედს გავამართლებთ. ყველა ადამიანისთვის გავიმარჯვებთ, ვინც აქ დგას, ვინც გვიყურებს და ვისაც უკეთეს საქართველოში ცხოვრება უნდა,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზუგდიდელებს მაჟორიტარობის კანდიდანტმა, სანდრა რულოვსმა მიმართა.

„ჩვენ ბევრნი ვართ, ვერავინ მოგვერევა. მიშამ იცის, რომ აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს, რომ დასჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

აქციაზე შეკრებილებს ნიკა მელიამაც მიმართა.

„ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს თუ არა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ უკვე გავიმარჯვეთ კორცხელში. გვირტყეს, გადაგვიარეს, ძირს გვახოხიალეს, მაგრამ თქვენთან ერთად გავიმარჯვეთ, ასევე გავიმარჯვებთ. ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა