თეგებით ძიება
26. 09. 2016 News-ები

გურჯაანის რაიონიში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოთარ გოგებაშვილის დაჭრას, წინა უძღვოდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება. მათივე თქმით, ოთარ გოგებაშვილი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

იგი გურჯაანის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

რა გახდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე, შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დროისთვის ის დაკავებული არ არის. სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა