თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1238673786197559%2F&show_text=0&width=400
26. 09. 2016 News-ები

იზორია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

იზორია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აღარ შერჩა რესურსი და მას ხალხი არ ენდობა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სამართალდამცავების მხრიდან.

„მე დღეს თქვენთან ერთად ვამაყობ იმით, რომ ყველა საკითხზე გვაქვს საჯარო განხილვა. მე არც ერთ კითხვას არ გავურბივარ და ჩვენ ეს შევქმენით ერთად. ღია საზოგადოება, თავისუფალი საზოგადოება. ამიტომ, ვფიქრობ საზოგადოებამ მთელი ამ წლების განმავლობაში დაინახა ის პროგრესი, რამაც თქვენც და მეც შესაძლებლობა მოგვცა ასე ღიად გვესაუბრა ყველა მტკივნეულ საკითხზე, საზოგადოების მიმართ. არ მგონია პიროვნებას, რომელიც თქვენ დაასახელეთ ყოველივე ამის შემდეგ ჰქონდეს რესურსი იმისა, რომე საზოგადოებას ის წარსული მოენატროს, სადაც თქვენ შეზღუდულები იყავით, სადაც სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყო.

"დაბრუნების შემთხვევაში თქვენ იცით, რომ სამართლებრივი პროცედურებია დაწყებული და შესაბამისად რეაგირება ისეთივე იქნება, როგორც ამას ითხოვს კანონი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა