თეგებით ძიება
27. 10. 2016 News-ები

სახის კანის მოვლა: როგორ შევინახოთ კრემი სწორად

ყველა ქალისთვის სახის კანის მოვლა-ეს უცვლელი ყოველდღიური რიტუალია. ყველა კრემში სხვადასხვა კომპონენტი შედის და მათ აუცილებელია, რომ შეინარჩუნონ სასარგებლო თვისებები, ამიტომაც უნდა შევინახოთ სწორ ადგილას.

-პირველ რიგში მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ კრემი შეფუთულია და ჯერ არ გაგიხსნიათ შეგიძლიათ შეინახოთ 3 წლის განმავლობაში. ვადაგასული კრემი არ შეიძლება გამოიყენოთ, საუკეთესო შემთხვევაში ის გამოიწვევს ალერგიას.

-კარგი იქნება თუ კრემს შეინახავთ მშრალ, მზის სხივებისგან მიუწვდომელ ადგილას. თუ კრემი ნატურალურია და არ შეიცავს კონსერვანტებს ის უნდა შეინახოთ მაცივარში. მაშინ, როდესაც ზაფხულში ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალია კარგი იქნება, თუ ნებისმიერ კრემს შეინახავთ მაცივარში.

-არ არის რეკომენდირებული კრემის აბაზანაში შენახვა, რადგან იქ მაღალი ტენიანობაა და ტემპერატურა ხშირად იცვლება.
-ყველაზე \'\'ჭირვეული\'\'კრემის ინგრედიენტებია ვიტამინები. მათ ხშირად შეიცავს დაბერების საწინააღმდეგო კრემები. ეცადეთ ისინი არ გაიყინოს და მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.


პეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა