სროლა 162-ე სკოლის ტერიტორიაზე
გვიან ღამით ორი ახალგაზრდა დაჭრეს ბახტრინის ქუჩაზე. შემთხვევა 162-ე სკოლის ტერიტორიაზე, მოხდა. თვითმხილველებმა დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებოდა სკოლის დირექტორიც. მისი თქმით, დაჭრილები სკოლის მოსწავლეები არ არიან. სხვა დეტალები უცნობია.