მეგან ფოქსმა პირველად გამოაქვეყნა ახალშობილი ვაჟის ფოტო
აგვისტოში მეგან ფოქსს და ბრაიან ოსტინ გრინს მესამე შვილი შეეძინათ, რა თქმა უნდა, პაპარაცებმა მაშინვე დაიწყეს \'\'ნადირობა\'\' პატარაზე და მის დედაზე, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ფოტოებს გადაუღებდნენ, სექტემბრის ბოლოს ჩვენ შევძელით გვენახა მსახიობის ვაჟის პირველი ფოტოები. ახლა მეგანმა უკვე თვითონ გადაწყვიტა თაყვანისმცემლებისთის გაეზიარებინა პატარას ფოტოები.
ფოქსის ინსტაგრამზე გამოჩნდა მისი ფოტო ბავშვთან ერთად. სოციალური ქსელის მრავალი მომხმარებელი ამბობს, რომ პატარა დედას ძალიან ჰგავს.
შეგახსენებთ, რომ მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი ასევე ზრდიან ორ ბავშვს ვაჟებს ნოას და ბადის.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი