თეგებით ძიება
29. 10. 2016 News-ები

გიორგი არაბიძემ "შახტარის" დუბლებში გოლი და საგოლე პასი მიითვალა

დღეს უკრაინული პრემიერლიგის 21-წლამდელთა პირველობის მორიგ მატჩში "შახტარმა" "ჩერნომორეცი" 3:0 დაამარცხა. ორივე გუნდში ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა - "შახტარის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი არაბიძემ, ოდესელთა შორის კი - გიორგი გადრანმა.

არაბიძემ ამ თამაშში თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. გიორგიმ გოლი 93-ე წუთზე გაიტანა, მან პენალტი დაარტყა, რომელიც თავადვე გამოიმუშავა.

"შახტარის" დუბლები ტურნირს ლიდერობს, ხოლო 18 წლის ქართველს უკვე 7 გოლი აქვს სეზონში გატანილი.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა