დატოვებს თუ არა უსუფაშვილი პარტიას, დღეს გახდება ცნობილი
დატოვებს თუ არა უსუფაშვილი პარტიას, დღეს 17 საათზე გახდება ცნობილი. რუსთავი2-ის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი მის მიერ პარტიის შესაძლო დატოვების საკითხზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.
დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვოს. თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია და არც საწინააღმდეგო განცხადება გაკეთებულა.