დავით ბაქრაძემ მეორე ტურის წინ ამომრჩეველს მიმართა
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მეორე ტურის წინ ამომრჩეველს მიმართა. დავით ბაქრაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„განსხვავებით ბევრი არჩევნების მეორე ტურისგან, ხვალ განისაზღვრება არა ის, რომელი მაჟორიტარები დაიკავებენ ადგილს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ერთპარტიული და ერთპარტიული მმართველობა 4 წლის განმავლობაში. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვეტილება, ებრძოლა მეორე ტურებში. ეს არის მძიმე და უთანაბრო ბრძოლა, მაგრამ არ ვაპირებთ, ქართულ ოცნებას 45 ადგილი ვაჩუქოთ. მოდით არჩევნებზე და ყველამ ერთად დავიცავთ ჩვენი ქვეყანა ერთპარტიული, ერთპიროვნული მომავლისგან,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ ზეწოლის ფაქტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არაერთ ოჯახს აშინებენ.