შერლიზ ტერონი მალავდა თავის გარეგნობას
გუშინ ლოს-ანჯელესში გაიმართა საქველმოქმედო გალა საღამო amfAR\'s Inspiration Gala, შერლიზ ტერონი ამ საღამოზე გამოჩნდა არა ისეთი კაბით, რომელიც ხაზს გაუსვამდა მის ფიგურას, არამედ შავი თავისუფალი კაბით. იმიჯის შერჩევამ გააოცა ღონისძიების სტუმრები. კერძოდ, ჩესლი ჰენდლერმა იხუმრა ტერონის ზედმეტ წონაზე.
\'\'დიახ მე ახლა ძალიან მსუქანი ვარ.\'\'
-პირდაპირ განაცხადა მსახიობმა.
ცნობილია, რომ 41 წლის ჰოლივუდელმა მსახიობმა მოიმატა 16 კილოგრამი კომედია Tully-ის გადაღებებისთვის.
სხვათა შორის ამ წელს amfAR\'s Inspiration Gala-ზე შერლიზმა მიიღო ჯილდო თავისი წვლილისთვის შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი