რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ბავშვმა: ვიზრუნოთ ბავშვის წყლის ბალანსზე
ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ სკოლის ასაკის ბევრი ბავშვი სვამს არასაკმარის წყალს დღის განმავლობაში და შესაბამისად წყურვილი აწუხებთ. თუ ბავშვს სწყურია მას უჭირს კონცენტრირება, ვერ იმახსოვრებს მიცემულ მასალას...
5-10 წლის ბავშვის წყლის მიღების რეჟიმი:
- როგორც კი ბავშვი გაიღვიძებს დაალევინეთ 1 ჭიქა (200 მლ) წყალი.
- სკოლაშიც გაატანეთ წყალი, რათა შესვენებების დროს დალიოს.
- სკოლიდან მოსვლის შემდეგ დაალევინეთ კიდევ ერთი ჭიქა წყალი.
- როდესაც ბავშვი ისადილებს დაელოდეთ 30 წუთი და შემდეგ დაალევინეთ 200 მლ წყალი. ასევე აუცილებელია წყლის დალევა ფიზიკური აქტივობის შემდეგ.
-დაძინებამდე 1 საათით ადრე რეკომენდირებულია კიდევ ერთი ჭიქა წყლის დალევა.
ბავშვები ისე იქცევიან, როგორც მათი მშობლები. ამიტომაც უფროსებმაც არ უნდა დაივიწყონ წყლის დალევა და მაგალითი მისცენ შვილს. ბვაშვებისთვის და მოზრდილებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი გარეგნობა. ამიტომაც უფრო მეტი უნდა მოუყვეთ წყლის სასარგებლო თვისებებზე, რომ წყლის ბალანსი მოქმედებს კანზე, თმაზე, ფიგურაზე -ერთი სიტყვით მათ სილამაზეზე.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი