შემოგიმტვრიო მინდა სიზმრები და ძილშიც მხოლოდ შენს გვერდით ვიყო (სტატუსები)
1.იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ
2.ყველაფერი ხარ, რაც მე მიყვარს, და რაზეც ვფიქრობ, უკვდავებასაც დავიბრალებ, ჩემი რომ იყო...
3.ღალატი სიყვარულში - ეს ყველაზე საშინელი თვალთმაქცობაა და სამუდამო დანაკარგი, რომელსაც ვერაფერი აანაზღაურებს.... და ვერც დრო კურნავს!
4.ყველაზე ლამაზია როცა ყველასგან განსხვავებულად გიყვართ ერთმანეთი, როცა გრძნობ რომ ყველაზე ბედნიერი ხარ ამ ქვეყნად, ეს არის სიყვარული როცა თვითონ ქმნი ბედნიერებას...
5.შემოგიმტვრიო მინდა სიზმრები და ძილშიც მხოლოდ შენს გვერდით ვიყო
6.ყოველ დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში
7.მე ვყოფნიდი ჩემს მარტოობას, ვავსებდი და ვაფერადებდი ნაცნობი და მარტივი ხმებით,ვცდილობდი, რომ ქალაქის რიტმში ტროტუარებზე უსაფრთხოდ ევლო, ვასწავლიდი ღამის გათევას, მე ვყოფნიდი ჩემს მარტოობას შენამდე
8.მთავარია - იცხოვრო, როგორც ბავშვობაში. გრძნონებისა და ემოციების დამალვის გარეშე...
9.ნუ მისტირი წარსულს!.. ის კლავს შენს ძვირფას დროს..იარე მხოლოდ პირდაპირ!.. უკან ნუ იყურები!.. ადამიანები,რომლებსაც სჭირდები აუცილებლად დაგეწევიან!
10.აკეთე ის, რაც ბედნიერებას განიჭებს. იყავი მასთან ვისთანაც ადვილია,ნუ იფიქრებ ბევრს იმაზე,თუ რა შეძლება ,,მოხდეს" ან ,,არ მოხდეს". . . უბრალოდ იგრძენი თავი ბედნიერად და გიყვარდეს ვიდრე ცოცხალი ხარ...
წყარო: poezia.in