პირველი დარღვევა არჩევნების მეორე ტურზე 22-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა
პირველი დარღვევა არჩევნების მეორე ტურზე 22-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. ადგილზე მყოფი დამკვირვებლების ინფორმაციით, უბანზე, რომელიც 51-ე საჯარო სკოლაშია განთავსებული, კომისიის წევრები თავმჯდომარესთან ერთად დილის 07:00 საათამდე შევიდნენ, კანონმდებლობის თანახმად კი საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო უბანზე 07:00 საათზე უნდა შევიდნენ.
დამკვირვებლები განმარტავენ, რომ 06:45 საათზე კომისიის წევრები და თავმჯდომარე მათ უკვე შენობაში დახვდნენ.
კომისიის წევრები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ.