მარნეულში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
მარნეულში, სადაც 8 ოქტომბერი ყველაზე ხმაურიანი იყო, არჩევნები დღეს მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, 36-ე ოლქში პირველ ამომრჩეველს ელოდებიან.
მარნეულში მეორე ტური, 36-ე ოლქის 46-ე უბანზე იმართება, სადაც დაახლოებით 45 ათასზე მეტ ამომრჩეველს ელოდებიან.
მარნეულის 36-ე ოლქში ერთმანეთს ორი კანდიდატი, ქართული ოცნებიდან თამაზ ნავერიანი და ნაციონალური მოძრაობიდან ახმედ იმამკულიევი უპირისპირდებიან.