ცესკომ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პირველი საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკოს მონაცემებით, ყველა უბანი გაიხსნა დილის 8 საათზე და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.
როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება. აქედან 18 ოლქი თბილისში, 32 კი რეგიონებშია.
არჩევნები ტარდება 2229 საარჩევნო უბანზე, მათგან 9 არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 მილონ 478 ათას 42.