რამდენიმე წუთის წინ არჩევანი გააკეთა დავით ბაქრაძემ
რამდენიმე წუთის წინ არჩევანი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ. ის ხმის მისაცემად პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე მთაწმინდის ოლქის 27-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
"იმედი მაქვს დღევანდელი დღე ჩაივლის მშვიდობიანად, მშვიდად, ისე, როგორც ეს ეკადრება ქართველი ხალხის არჩევანს. იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩეველი არ დაიზარებს არჩევნებზე მოსვლას და კიდევ ერთხელ მისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას და იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენ ქვეყანას მომდევნო წლებში, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან, რაც იქნება ძალიან ცუდი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.