არჩევნების მთავარი კონკურენტები თბილისში
არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არიან - რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათ შორის თბილისში ასეთი უბანი მთაწმინდაზეა, სადაც ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა რურუა უპირისპირდებიან;
დანარჩენ უბნებზე კი ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ გამარჯვებისთვის:
ვაკე - მე- 2 ოლქი - ქართული ოცნებიდან ბიძინა გეგიძე და ნაციონალური მოძრაობიდან ელენე ხოშტარია.
საბურთალო - მე-6 ოლქი- ქართული ოცნებიდან ლევან გოგიჩაიშვილი და ნაციონალური მოძრაობიდან სევდია უგრეხელიძე;
კრწანისი - მე-7 ოლქი - ქართული ოცნებიდან ბექა ოდიშარია და ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი აბესაძე;
ისანი - მე-8 ოლქი - ქართული ოცნებიდან ირაკლი აბუსერიძე, ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ონიანი;
ისანი - მე- 9 ოლქი - ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძე, ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კვიციანი.
ისანი - მე-10 ოლქი - ქართული ოცნებიდან ბექა ნაცვლიშვილი ნაციონალური მოძრაობიდან ზაზა კედელაშვილი;
სამგორი - მე-11 ოლქი - ქართული ოცნებიდან გიორგი მოსიძე, ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე;
სამგორი - მე-12 ოლქი - ქართული ოცნებიდან მარიამ ჯაში, ნაციონალური მოძრაობიდანდათო ჟღენტი;
სამგორი - მე-13 ოლქი - ქართული ოცნებიდან შოთა ხაბარელი, ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ხახნელიძე;
დიდუბე - მე-15 ოლქი - ქართული ოცნებიდან ზაზა პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან დავით ნაფეტვარიძე;
დიდუბე - მე-16 ოლქი - ქართული ოცნებიდან ივლიანე წულაია, ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი დვალი;
ნაძალადევი - მე-17 ოლქი - ქართული ოცნებიდან სოფიო კილაძე, ნაციონალური მოძრაობიდან მურმან თხელიძე;
ნაძალადევი - მე-18 ოლქი - ქართული ოცნებიდან მიხეილ ყაველაშვილი და ნაციონალური მოძრაობიდან მამუკა გუგეშაშვილი;
ნაძალადევი - მე-19 ოლქი - ქართული ოცნებიდან ზაზა გაბუნია და ნაციონალური მოძრაობიდან ლერი დემეტრაშვილი;
გლდანი - მე-20 ოლქი - ქართული ოცნებიდან კობა კობალაძე, ნაციონალური მოძრაობიდანალექსანდრე ჩაფიჩიძე;
გლდანი - 21-ე ოლქი - ქართული ოცნებიდან ლევან კობიაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან სერგო რატიანი;
გლდანი - 22-ე ოლქი - ქართული ოცნებიდან ლევან კობერიძე, ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძე.