ქუთაისში უბნებზე მარკირებული ამომრჩევლის მასიური მისვლა დაფიქსირდა
ქუთაისის სამივე ოლქში მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია.
ცოტა ხნის წინ 23-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა მარკირებაგაკეთებულ მოქალაქეს ხმის მიცემის საშუალება მისცეს. ეს გადაწყვეტილება კომისიის 5-მა წევრმა სამის წინააღმდეგ მიიღო. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, იყო შანსი, რომ მოქალაქეს მარკირება პირველი ტურის დროს ჰქონდა გაკეთებული.