ბათუმის 63-ე უბანში მარკირებაგავლილი მოქალაქეები ხმის მიცემის უფლებას ითხოვდნენ
ბათუმის 63-ე უბანში მარკირებაგავლილი მოქალაქეები ხმის მიცემის უფლებას ითხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ არა მარკირება, არამედ მანდარინი ჰქონდათ ნაჭამი. როგორც ენმ-ის საუბნო კომისიის წევრი, თამილა ხინთიბიძე, ამბობს, ასეთი სამი ფაქტი დააფიქსირა და სხვა კომისიის წევრებთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამომრჩევლისთვის ხელმეორედ ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ.