მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა შესვლის მცდელობა რუსთავი2-მა გადაიღო
მთაწმინდის მე-2 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ე.წ. კარუსელს. უბანზე ამომრჩევლები მარკირების შემოწმების გარეშე შეუშვეს, რუსთავი 2-ის მიერ ფაქტით დაინტერესების შემდეგ მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს.
მთაწმინდის მე-2 საარჩევნო უბანზე მარკირებიანი ამომრჩევლები ხმის მიცემას ცდილობდნენ. რუსთავი2-ის მიერ მათი გადაღების შემდეგ, საარჩევნო უბანი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა დატოვა და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ცდილობდა ტელეკომპანიის კამერის გათიშვას.