თეგებით ძიება
30. 10. 2016 News-ები

შეიძლება, მთელი არჩევნები გამოცხადდეს უკანონოდ - ნიკა რურუა

ენმ-ის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა რურუა, მათი პარტიის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, თითქოსდა ენმ პროვოკაციებს გეგმავს, "სიბრიყვეს" უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი გეგმები თავად ქართულ ოცნებას აქვს.

ნიკა რურუა მოუწოდებს მმართველ გუნდს, „გონს მოეგონ და პირველი ტური, რომელიც ასე თუ ისე მოიგეს, მთლიანად ნუ გადააყოლებენ მეორე ტურებს. ამას უყურებს მსოფლიო და ასეთი საქციელით შეიძლება, მთელი არჩევნები გამოცხადდეს უკანონოდ“.

ამის შესახებ ნიკა რურუამ კურიერთან საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ძალიან უსინდისო, ძალიან სამარცხვინო და ძალიან უკანონო ბრძოლა, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ ეწევა ხელისუფლება და მისი კანდიდატი, ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა ზურაბიშვილი ჩვეულებრივი მარიონეტია. ამას აკეთებს ხელისუფლება, ის იყენებს ყველა კანონიერ თუ უკანონო ბერკეტს იმისთვის, რომ რამენაირად გაიყვანოს ქალბატონი, რომელიც ითხოვს რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მოხსნას და ეს დიდი თამაშის ნაწილია. ის კადრულობს ყველაფერს,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა