წინასწარი მონაცემებით, აქტივობამ 37,5% შეადგინა, რაც 929 265 ამომრჩეველია
ცესკოს ბოლო მონაცემებით, კენჭისყრის პროცესი დასრულდა და ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა დროულად, - ამის შესახებ განცხადება ცეკსოში სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთდა.
„წინასწარი მონაცემებით, აქტივობამ 37,5% შეადგინა, რაც 929 265 ამომრჩეველია,“ - ამის შესახებ განცხადება ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ, გააკეთა.
როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, მეორე ტურის წინასწარი შედეგები ეტაპობრივად დაიდება.