თეგებით ძიება
04. 11. 2016 News-ები

საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არ არის - კარასინი

საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არ არის, თუმცა მოსკოვი თბილისთან უვიზო რეჟიმზე გადასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ გრიგორი კარასინმა სააგენტო რია ნოვოსტისთან განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დიპლომატიური კავშირის აღდგენის მთავარი დამაბრკოლებელი ის კონფრონტაციული რიტორიკაა, რომელიც ოფიციალური თბილისის მხრიდან პერიოდულად ისმის.

მისი განცხადებით, რთულია რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე ცალსახა შეფასების გაკეთება, თუმცა, ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ურთერთობა გამოვიდა იმ ჩიხიდან, რომელშიც მიხეილ სააკაშილის დროს აღმოჩნდა.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებას, კარასინის თქმით, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა