თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1278371215561149
04. 11. 2016 News-ები

კარასინის განცხადებებს ოფიციალური თბილისი ეხმაურება

გრიგორი კარასინის ინტერვიუს ეხმაურება პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა, ოფიციალური მოსკოვი აქტიურად მსჯელობს სავიზო მიმოსვლის გამარტივებაზე.

ამ თემაზე აბაშიძესა და კარასინს შორის საუბრის გაგრძელება მომდევნო შეხვედრის დროსაც იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ იანვარში გაიმართება.

„რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ამ წლის დასაწყისიდან და მათი მხრიდან გაცემული ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ვერ დავაძალებთ რუსეთს კიდევ უფრო გაამარტივოს ან საერთოდ მოხსნას. ეს მათი გადასაწყვეტია. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი წინსვლა, პროგრესი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა