ტეილორ სვიფტი და ტომ ჰიდლსტონი ისევ ერთად არიან?
დაახლოებით ორი თვის წინ ტომ ჰიდლსტონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სვიფტს დაშორდა. ჟურნალისტები აკვირდებოდნენ მათ რომანს, რომელიც ზაფხულში გაჩაღდა. მსახიობმა თქვა:
\'\'ჩვენ თავიდანვე არაფერს ვამბობდით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ახლა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა ჩვენ უბრალოდ გატყუებდით.\'\'
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით კი ჰიდლსტონისა და სვიფტის რომანი არ დასრულებულა და წყვილი ისევ აგრძელებს შეხვედრებს. მომღერლის თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ტომმა და ტეილორმა შაბათ-კვირა ლონდონში გაატარეს.
ცნობილია, რომ პარასკევს ღამით მომღერალი ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში გაფრინდა, იქიდან კი ლონდონში ჩაფრინდა. როდესაც მომღერალი ტომის დედის მოსანახულებლად წავიდა მან ეს მარშუტი გაიარა.
ვარსკვლავის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ ამჯერადაც ის ტომის მოსანახულებლად წავიდა, რომელიც სწორედ იმ დღეს დაბრუნდა ლონდონში ავსტრალიიდან, სადაც გადაღებებში მონაწილეობდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და არანაირი ფაქტი არ აქვს წყაროს იმის შესახებ, რომ ისინი ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ მომღერლის და მსახიობის რომანის შესახებ საუბარი დაიწიყეს მას შემდეგ, რაც ისინი ერთად ცეკვავდნენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე. მთელი ზაფხული ისინი ერთად იყვნენ, გაეცნენ ერთმანეთის მშობლებს. ტომი ამბობდა, რომ უნდოდა ტეილორთან მთელი ცხოვრების გატარება, თუმცა ზაფხულის ბოლო დღეებში გამოჩნდა პირველი ახალი ამბავი მათი დაშორების შესახებ.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი