რა არის პირსინგი საქართველოში? - "მამაომ მოიყვანა შვილი პირსინგის გასაკეთებლად"
საქართველოში ბოლო პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარი „პირსინგია“ , თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის,რომ ამ პროფესიას გამოცდილი პროფესიონალი სჭირდება GOGAGGG-ი გაესაუბრა ერთ-ერთ პირსერს რომელიც უფრო დაწვრილებით გვესაუბრება მის პროფესიაზე
- ნუკრი როგორც გავიგეთ უკვე ორი წელია რაც პირსერი ხარ, როგორ დაიწყო ყველაფერი?
ჩინეთში ვსწავლობდი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ პროფესიას, სადაც გავიარე ბევრი გამოცდა და უამრავი პრაქტიკა, შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და გავხსენი ტატუ & პირსინგ სალონი, სადაც ვმუშაობთ მე და ჩემი მეგობარი გიორგი მიქელაშვილი
- რამდენად დიდია მოთხოვნა პირსინგზე?
მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თავიდან სანამ სალონს გავხსნიდი არც ველოდებოდი ამდენად დიდ აქტიურობას
- ცნობილი ადამიანები თუ გსტუმრობენ?
იშვიათად მაგრამ კი, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მთავრობიდანაც კი მოსულა ისეთი პირსინგის გასაკეთებლად, რომელიც არ ჩანს...
- ანუ პირსინგის დამალვაც შეიძლება?
კი არის ადგილები სადაც ხშირ შემთხვევაში პირსინგი იმალება.
- ყველაზე უცნაურს რას გაიხსენებდი მუშაობის პროცესიდან?
ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამაოსაც კი მოუყვანია საკუთარი შვილი პირსინგის გასაკეთებლად.
- საქართველოში უკვე უამრავი პირსერია, როგორ ფიქრობ ყველა პროფესიონალია?
რამოდენიმე მათგანი კი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვიდეოებით ცდილობენ პირსინგის სწავლას, რაც საბრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ბევრმა არ იცის, არსებობს ისეთი ადგილებიც სადაც არასწორად ნემსის გაკეთებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული ორგანოს გაჩერება (სიკვდილი)
- რას ურჩევდი მათ ვისაც პირსინგი უნდა ან მათ ვისაც სურს ამ პროფესიას დაეუფლოს
მათ ვისაც ამ პროფესიის სწავლა უნდა ვეტყოდი, რომ მიმართონ გამოცდილ პირსერს ეს პროფესია მართლაც უდიდეს გამოცდილებას და პასუხისმგებლობას საჭიროებს, ხოლო მათ ვისაც პირსინგის გაკეთება სურს ვურჩევდი იყვნენ მრავალფეროვნები .
ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის