შექმნილი ხარ ჩემთვის
დაგელოდე მხოლდ მისთვის რომ გჭირდები შენთვის,
ჩამავალი მზე კი ამ დროს ზღვას ლამაზად ერთვის,
წრფელი გრძნობით გაჟღენთილი, ნუ გაშინებს ლექსის,
წამი როდი მარადისობს, ეს ნებაა ღმერთის,
დაგინახე და ვიფიქრე შექმნილი ხარ ჩემთვის,
სიყვარული უკვდავია, არ ბერდება გესმის?
ღამის ცაზე ეს ვარსკვლავი მინდა მხოლოდ შენთვის,
ვერ შევეწყვე უშენობას, ვწერ საჩივარს ბედის,
წამს მაგიჟებს მე სურნელი შენი ნაზი თმების,
და ლამაზი შენი ბაგე ჩემ ბაგეს რომ ერთვის,
მონატრების დრო რომ დგება გულისცემა მესმის,
არმოხდება და არ მჯერა მე სიკვდილი გედის,
ცხოვრება კი ჩემს სიყვარულს სახიფათოდ ებრძვის,
მეფიქრები, მედარდები შენ ხომ გაჩნდი ჩემთის,
მინდობილი თავდახრილი მწამს ყოველთვის ღმერთის,
შეისმინა შენი თხოვნა და მე შემქმნა შენთვის.
წყარო: poezia.in