არ ღირს ადამიანის გაიდეალება და იმედებიც ნაკლებად გაგიცრუვდებათ. (სტატუსები)
1.მე დეპრესია შემეყარა! კარგი სახელწოდებაა, რა მეთქმის! არა, სულაც არ მგონია, რომ სადღაც, ფსკერზე დავეშვი. უბრალოდ, ჩემს გარშემო არსებული სამყარო აიზიდა. სულ ეს არის...
2.მელანქოლია მაშინ გერევა, როცა ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე ფიქრობ. ცინიკოსი კი მაშინ ხდები, როცა ხედავ, თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას...
3.წარუმატებლობა - ეს არის შესაძლებლობა დაიწყო თავიდან, მაგრამ გაცილებით უფრო ბრძნულად...
4.მიუტევეთ მოღალატეებს, ეს ყველაზე გამანადგურებელი დარტყმაა მათთვის...
5.არ ღირს ადამიანის გაიდეალება და იმედებიც ნაკლებად გაგიცრუვდებათ.
6.ჩემი ნერვები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი კრიტიკა, რომელსაც ყოველ დღე ვისმენ.
7.დიდი მაშინ კი არ ხარ როცა დედას აღარ უსმენ, დიდი მაშინ ხარ როცა ფიქრობ რომ დედა მართალი ყოფილა...
8.ამბობენ ძველებურად არის ყველაფერიო, მე კი, ძველებურად როგორ იყო, ისიც დამავიწყდა.
9.ხანდახან საჭიროა გაჩუმდე რომ მოგისმინონ და გაქრე რომ მხოლოდ მაშინ შეგამჩნიონ.
10.სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის...
წყარო: poezia.in