2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პარამეტრები მომავალ კვირაში დაზუსტდება
2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პარამეტრები მომავალ კვირაში დაზუსტდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა განაცხადა.
დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება.