თეგებით ძიება
05. 11. 2016 News-ები

ლარი ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს

ლარი ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გუშინ ბანკთაშორის გამართულ ვაჭრობაზე, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იმართება, დოლარის კურსი 2.4516 ლარით განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0145 პუნქტით გაუფასურდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7198 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი 2.7027 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0171 ლარი შეადგინა.

გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ პუნქტებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა