შსს-მ დედის ცემისთვის ძებნილი დააკავა
შსს-ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედის ცემისთვის ძებნილი პირი გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულია 1984 წელს დაბადებული გ.ნ. ის ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2016 წლის 4 ოქტომბრიდან იძებნებოდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თავის დედას - ლ.ნ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.