თეგებით ძიება
05. 11. 2016 News-ები

სპეცსამსახურები ამერიკელებს არჩევნების დღეს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

სპეცსამსახურები ამერიკელებს არჩევნების დღეს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ. შესაბამისი ინფორმაცია ცენტრალური დაზვერვის სამსახურმა უკვე მიაწოდა ხელისუფლებას.

გავრცელებული ინფრომაციით, ტერორისტების სამიზნე შესაძლოა, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, ტეხასი და ვირჯინია გახდეს.

სპეცსამსახურებს გაფრთხილების შემდეგ ამ შტატებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ნიუ-იორკის პოლიციამ ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტატებთან და იმ სასტუმრობეთან, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევნების დღეს აპირებენ დარჩენას, დაცვა გააძლიერეს.

სპეცსამსახურების ცნობით, თავდასხმებს ISIS და ალ-ქაიდას წევრები გეგმავენ.

აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები სამშაბათს, 8 ნოემბერს იმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა