ბიონსემ და ჯეი ზიმ მხარი დაუჭირე ჰილარი კლინტონს წინასაარჩევნო კამპანიაში
ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება და ახალი პრეზიდენტის არჩევა. ბიონსემ და ჯეი ზიმ თავიანთი არჩევანი უკვე გააკეთეს და მხარი დაუჭირეს ჰილარი კლინტონს.
ვარსკვლავური წყვილი შეუერთდა გუშინდელ წინასაარჩევნო მიტინგს, რომელიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად გაიმართა კლივლენდში, ოჰაიოს შტატში. ბიონსემ არა მარტო სიმღერა შეასრულა სცენაზე, არამედ თავის გამოსვლაში მხარი დაუჭირა კლინტონს. მომღერლის მეუღლემაც გამოიყენა ეს შანსი და მოსახლეობას მოუწოდა სწორი არჩევანის გაკეთებისკენ.
\'\'ოჰაიო ჩვენ ვართ ისტორიული მოვლენის წინაშე. თუ ჩვენ დავიყოფით, მაშინ დავსუსტდებით, მაგრამ თუ ერთად ვიქნებით ჩვენ გავძლიერდებით.\'\'
-განაცხადა მუსიკოსმა სცენიდან.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი