5 ფიზიკური აქტივობა, ხერხემლის ტკივილის წინააღმდეგ
ხერხემლის ტკივილი ეს არის საგანგაშო ზარი იმისა, რომ ორგანიზმში რაღაც არასწორად მიმდინარეობს. თუ დაგეწყოთ ტკივილი მაშინვე მიაკითხეთ ექიმს და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.
რა გავაკეთოთ თუ ხერხემლის არეში გვტკივა?
პირველ რიგში გამორიცხეთ გაციების შესაძლებლობა, მოიხვიეთ ზურგზე თბილი შარფი, და ჩაიცვით თბილი სვიტრი. უარი თქვით მჭიდრო ტანსაცმელზე, არ ასწიოთ სიმძიმეები და ყველაზე მთავარი დროებით შეწყვიტეთ ვარჯიში.
ყველა ფიზიკური აქტივობა არ არის საზიანო ხერხემლისთვის. მაგალითად, იოგა და ტანვარჯიში-ეს სასარგებლოც კია. მაგრამ ზოგიერთი ფიზიკური დატვირთვა აუცილებლად უნდა გამორიცხოთ.
1. სირბილი. განსაკუთრებულად სწრაფი და დიდ დისტანციაზე. სიარულის დროსაც იყავით ფრთხილად, შეეცადეთ სწორად გეჭიროთ ტანი და იარეთ ზომიერი ტემპით. არ შეიძლება ხერხემლის ტკივილის დროს ცეკვა.
2. გამორიცხეთ ყველა ის ვარჯიში, რომლის დროსაც წონა არათანაბრად ნაწილდება, როდესაც ერთ კონკრეტულ წერტილს ადგება დატვირთვა.
3. ვარჯიში, რომელიც ხორციელდება ფეხზე დგომის პოზიციაზე, რაიმე საყრდენის გარეშე, ამ დროს დიდი დატვირთვა ადგება ხერხემალს.
4. ხტუნვა-ბატუტზე აკრძალულია.
5. ყირაზე გადასვლა, ასეთი ფიზიკური აქტივობის განხორციელების შემდეგ კომპრესულ დატვირთვას იღებს ხერხემალი.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი