თეგებით ძიება
06. 11. 2016 News-ები

გიორგი ნემსაძემ "ბრისტოლის" სასტარტოში გამოჩენისთანავე ლელო დადო

საქართველოს ნაკრების მორაგბე გიორგი ნემსაძემ "ბრისტოლის" პირველი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაწყებულ პირველსავე თამაშში ლელო მიითვალა.

ინგლისურ გუნდში ზაფხულში გადასულმა 32 წლის ქართველმა მეორეხაზელმა, რომელიც მთავარი გუნდის განაცხადში ბოლო სამი კვირაა ხვდება და ორჯერ შეცვლაზეც ითამაშა, თავი ანგოლო-უელსის თასზე გამოიჩინა. 4 ნოემბერს გამართულ "ვუსთერსთან" შეხვედრაში მან ლელო მე-14 წუთზე დადო და თავისი გუნდი ანგარიშში დააწინაურა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბრისტოლი" ამ შეხვედრაში საბოლოოდ 25:31 დამარცხდა, ნემსაძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა