ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა, თანამდებობები გადანაწილებულია
პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა, ასევე დასრულებულია პარტიის ლიდერების შეხვედრა ახლადარჩეულ უმრავლესობასთან.
საპარლამენტო თანამდებობები ქართულმა ოცნებამ უკვე გადაანაწილა, სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება. მისი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, მოადგილეები კი გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და აჭარიდან ილია ნაკაშიძე იქნებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე კი დიმიტრი სამხარაძე გახდება.
რაც შეეხება კომიტეტებს: აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მისი მოადგილეები კი გელა სამხარაული და ირაკლი შიოლაშვილი იქნებიან.
განათლებისა მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება მარიამ ჯაში, მისი პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, მეორე მოადგილე კი გუგული მაღრაძე.
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იქნება, პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, მეორე მოადგილე კი ენძელა მაჭავარიანი.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება რომან კაკულია, პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე, მეორე მოადგილე კი რევაზ არველაძე.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, მეორე მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე, მეორე მოადგილე კი ბექა ნაცვლიშვილი იქნება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშილი იქნება, პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია მეორე მოადგილე კი კობა კობალაძე გახდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკა ბესელია უხელმძღვანელებს, მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი იქნება, მეორე დავით მათიკაშვილი.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე მერაბ ქვარაია, მეორე მოადგილე კობა ლურსმანაშვილი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა იქნება პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე, მეორე მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.
საპროცედურო კომიტეტს უხელმძღვანელებს გიორგი კახიანი, მისი პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი იქნება, მეორე მოადგილე კი შალვა კიკნაველიძე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს, მისი პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე იქნება მეორე კი ირაკლი ბერაია.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იქნება, მისი პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მეორე კი ლევან კობერიძე იქნებიან.