თეგებით ძიება
06. 11. 2016 News-ები

ლარის კურსის გაუფასურების გამო, დენის ტარიფის შესაძლო მატებაა შესაძლებელი

სემეკში დეკემბრის ბოლოს კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც გაირკვევა, გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია. უწყება სხვადასხვა ელექტროსადგურის მიერ შეტანილ სატარიფო განაცხადებს უკვე სწავლობს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში ვარაუდობენ, რომ აბონენტებისთვის 2017 წლის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ექსპერტთა ნაწილი, ლარის კურსის გაუფასურების გამო, დენის ტარიფის შესაძლო მატებას ელოდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის რყევა იმდენად დიდი არ არის, რომ ტარიფის ზრდა გამოიწვიოს.

ოპოზიციას პესიმისტური მოლოდინი აქვს იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ეროვნული ვალუტის კურსზე პირდაპირ არის დამოკიდებული.





ავტორი: თეონა ცხომელიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა