თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1280473302017607
06. 11. 2016 News-ები

უახლოეს პერიოდში ლარის დასტაბილურებას ველოდები - ქართული ოცნება

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ზარქუამ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ზარქუამ ლარის დევალვაციის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო ვალების გადახდის აქტიურ ფაზაში იმყოფება, 2012 წელს ახალ ხელისუფლებას 14 მილიარდი საგარეო ვალი დახვდა.

მისივე განცხადებით, მოკლე პერიოდში ტრანზაქციები მოხდა, ასევე ზარქუას განცხადებითვე, იმპორტიორები ცდილობენ, დოლარის მობილიზება გააკეთონ. ირაკლი ზარქუას თქმით, სავალუტო რყევებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია არჩევნების წელი.

ირაკლი ზარქუა მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება.

„საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო მსოფლიოს 142-ე ქვეყანას შორის მე-40 ადგილზეა,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ქართული ოცნების წევრმა გიორგი ქადაგიძეს "ადეიშვილის მიერ დანიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი" უწოდა და აღნიშნა, რომ ლარს პოლიტიკური ზეწოლა მოეხსნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა